არის იმის იმედი, რომ ახალი რუკები დღევანდელ სავალალო სურათს შეცვლის – ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე

0
81

საპატრიარქოს პოზიცია საზღვრის გავლებასთანაა დაკავშირებული, რადგან ახალი გარემოებები გაჩნდა, ახალი რუკების სახით, გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ კომისია ეფექტურად იმუშავებს, თუმცა უკვე საკმაოდ დრო გავიდა და აქამდე ველოდებოდით, რომ რაღაცა ინფორმაცია იქნებოდა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არის მოლოდინი და იმედი, რომ ახალი რუკები დღევანდელ სავალალო სურათს შეცვლის.

„საპატრიარქოს პოზიცია საზღვრის გავლებასთანაა დაკავშირებული, რადგან ახალი გარემოებები გაჩნდა, ახალი რუკების სახით, გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ კომისია ეფექტურად იმუშავებს, თუმცა უკვე საკმაოდ დრო გავიდა და აქამდე ველოდებოდით, რომ რაღაცა ინფორმაცია იქნებოდა – ჩაინიშნა ეს კომისია, ან რაღაც კომუნიკაცია იყო და მიმდინარეობს შეთანხმება რაღაც საკითხებზე, ჯერჯერობით არ ვიცით რა ხდება. მოლოდინი და იმედი არის იმის, რომ ეს ახალი რუკები რეალურად დღევანდელ სავალალო სურათს შეცვლის“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.