ამირან გამყრელიძე – საქართველოში, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიაში თუ რამ კარგი კეთდება, ეს აღიზიანებს ჩვენს მეზობელს

0
287

თუ რამე კეთდება კარგი საქართველოში და კერძოდ ლუგარის ლაბორატორიაში, ეს რატომღაც აღიზიანებს ჩვენს მეზობლებს, მივმართავ მათ, ქალბატონ ზახაროვასაც მოვიწვევ თუ აინტერესებს და ვაჩვენებ, რითი ვართ დაკავებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

კორონავირუსი ინფექციასთან ჯერ არ დამთავრებულა ეს ბრძოლა არც გლობალურად და არც ჩვენთან, მაგრამ ალბათ ფიქრობენ, რომ რატომ არის ახლა საქართველო ცოტა უფრო წარმატებული, რატომ არის ცოტა შემთხვევები, რატომ არის ყველა შემთხვევა გამოვლენილი, რატომ არი ყველა შემთხვევა დადასტურებული. რატომ არიან ეს ადამიანები კარგად ნამკურნალევი, რატომ არის საქართველოში დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შედარებით ბევრ ქვეყანასთან და მათ შორის იმ ქვეყანასთან, რომელსაც ქალბატონი ზახაროვა წარმოადგენს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თუ რამე კეთდება კარგი საქართველოში და კერძოდ ლუგარის ლაბორატორიაში, რატომღაც აღიზიანებთ ამ საქართველოს მეზობლებს.

„მივმართავ მათ, ქალბატონ ზახაროვასაც მოვიწვევ ლუგარის ლაბორატორიაში თუ აინტერესებს. მათი წარმომადგენლები, ჟურნალისტები, რუსი მეცნიერები ბევრჯერ არიან ნამყოფი აქ და იციან რითი ვართ დაკავებული. ჩვენ დაკავებული ვართ სამეცნიერო კვლევითი მუშაობით., რომელიც ადგება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, ეპიდემიებთან ბრძოლას, ეპიდემიების პრევენციას. მაღალი დონის სამეცნიერო, კვლევითი სამუშაოების ჩატარებას, ბევრ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობას. გვიხარია, რომ ლუგარში და დაავადებაა კონტროლის ცენტრში იზრდება ძალიან ძლიერი ახალგაზრდა ქართველების თაობა, ახალგაზრდა მეცნიერების თაობა. რომელთაც აქვთ საშუალება, რომ იმუშაონ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიაში. რა არის ამაში ცუდი გამაგებინეთ? ალბათ არ უნდათ მათ, რომ საქართველო ვითარდებოდეს და საქართველო განვითარდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავარი პოლიტიკური და ფინანსური პარტნიორი არის აშშ.

მისივე თქმით, 2003 წლიდან მოყოლებული სწორედ აშშ-მ გააკეთა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელში უზარმაზარი ინვესტიცია.

„სწორედ აშშ-ს დახმარებით აშენდა და აღიჭურვა ლაბორატორია. ვმუშაობთ ძალიან ბევრ ერთობლივ პროექტზე. ბოლო ყველაზე დიდი პროექტი არის „ცე ჰეპატიტი“ ელიმინაციის პროექტი. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, კომპანია „გილიადი“ და რეფერალური ლაბორატორია მთელი ამ ჰეპატიტის კვლევებისა სწორედ ლუგარშია. მოგეხსენებათ ლუგარი აკრედიტებულია და სერთიფიცირებულია აისოს სტანდარტებით. ეს არის გენომის ცენტრი და ახლა კორონავირუსულ ინფექციას დაკავშირებით 10 თუ 12 ინფიცირებული ადამიანის გენომია გაშიფრული და ეს ატვირთულია მსოფლიოს გენეტიკურ პლატფორმაზე, ვიცით თითოეული შემთხვევა რომელი ქვეყნიდან შემოსულთან უფრო ახლოს არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.