აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

0
77

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან პროვოკაცია აზერბაიჯან-სოხმეთის საზღვართან განხორციელდა. ბაქოში აცხადებენ, რომ ყაზახის რაიონში ოკუპირებული სოფლის, აშაგი ასკიპარასთან დისლოცირებულმა სომხეთის არმიის დანაყოფმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 20-ჯერ დაარღვია და აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სასაზღვრო-საბრძოლო პუნქტის მიმართულებით ტყვიამფრქვევებით გახსნა ცეცხლი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციას უარყოფენ და ბაქოს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ.